მაიამიში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედელზე მიკრული ბანანი, რომელიც 120 ათას დოლარად გაიყიდა, ქართველმა პერფორმანს-არტისტმა დეივიდ დათუნამ შეჭამა.
დეივიდ დათუნამ თავის პერფორმანსს “მშიერი არტისტი” უწოდა და განაცხადა, რომ არტინსტალაცია ძალიან გემრიელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დეივიდ დათუნა ცალკე ოთახში გაიყვანეს, სადაც ის დაკითხეს. პოლიციამ მისი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაიწერა და გაათავისუფლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით შეიძლება წაუყენონ მას ბრალი.
იტალიელი მაურიციო კატელანის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში “კომიკოსი” რამდენიმე დღის წინ გაიყიდა.