15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად არასრულწლოვანი გამოიკითხა , ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.