15 წლის მოზარდის საქმე-გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ,საავადმყოფოში გაიმართა. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატისა და საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაიზარდოს.

​ჩოლოიანის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. გაგი მოსიაშვილის თქმით, გამომძიებლის დაკავების აუცილებლობა არ იყო, რადგან ის არსად მიმალვას არ აპირებდა. უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში სავარაუდოდ, დღეს გაასაჩივრებს.