გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 დეკემბერს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. ბოლნისში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში რატევანი, ჭაპალა, აკაურთა, რაჭისუბანი, სამტრედო, დისველი, ზვარეთი, ჭაპალა.
12:00-დან 19:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს განთიადი, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, ვარდისუბანი, ტნუსი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 19:00 საათამდე – სოფლებს კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო. 11:30-დან 19:00 საათამდე – სოფლებს მამიშლო, საფარლო, ანგრევანი, გუგუთი და მიმდებარე სოფლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი მუღანლო, ქუთლიარი, მოლაოღლი. 11:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებს კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი, სეიდგოჯალო და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს წალკაში. 12:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, ახალიკი, კარაკომი, დაშბაში.
კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.