გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 დეკემბერს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ტაშკენტის, მეგობრობის, ლომოურის, მესხიშვილის ქუჩებზე, მე-15, მე-7 ბ, მე-7ა, მე-7, მე-20, მე-14 მიკრო-რაიონებში.
13:00-დან 17:00 საათამდე – ქ. ბოლნისში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში რატევანი, ჭაპალა, აკაურთა, რაჭისუბანი, სამტრედო, დისველი, ზვარეთი, ჭაპალა.
08:00-დან 17:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს მარტყოფი, ვაზიანი, ახალსოფელი, ვაზიანის დასახლება, საცხენისი, სააკაძე, მუხროვანი, თელეთი, გამარჯვება. 12:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს სართიჭალა, მუღანლო, თელეთი.
13:00-დან 14:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქვემო სარალი, შულავერი, ალექსეევკა, მარეთი და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 18300 საათამდე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, ახალიკი, კარაკომი, დაშბაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









