19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს, მარის არხის I, II და III დასახლებებში.

14:00-დან 17:00 საათამდე – გარდაბანში აღმაშენებლის, ლესელიძის, სამედ ვურგუნის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 14:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქვემო კარაბულახი, ზემო კარაბულახი, პირველი სალამალეიქი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 19:00 საათამდე – სოფლებს დიდი დმანისი, მაშავერა, ვარდისუბანი, უკანგორა, განთიადი და მიმდებარე სოფლებს.

11:30-დან 14:00 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ალგეთი, ახალსოფელი, პატარა თონეთი, საფუძვრები, ზირბითი, გოხნარი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.