2020 წელს ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია დაიგეგმა. სკვერის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 000 ლარი გამოიყო. სკვერის არქიტექტორის ცნობით,რეკრეაციულ სივრცეში, ველოსიპედების მოყვარულებისთვის ქალაქში პირველად გაკეთდება ველომთები, რაც სამომავლოდ რუსთავში სპორტული შეჯიბრებების გამართვის პერსპექტივას შექმნის.
არქიტექტორის თქმით, ლეონიძის სკვერში კაუჩუკის საფარიანი საკალათბურთო მოედანი მოეწყობა, ხოლო სიმაღლეზე ცოცვის მოყვარულებისთვის ბეტონის კედელი აშენდება.
რეკრეაციულ სივრცეში იგეგმება არაერთი სიახლე, რომელიც ამ დრომდე, ქალაქში არ განხორციელებულა. კერძოდ, ლეონიძის სკვერში სველი წერტილები განთავსდება და ნარჩენების სეპარირების სისტემა დაინერგება.
სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ლეონიძის სკვერის მოწყობის ფარგლებში ძველი მოედნები რეაბილიტირდება და არსებული მწვანე ნარგავები განახლდება.