2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან (+ვიდეო)

2020 წელი თეთრი ვირთხის წელიწადია- აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მიხედ­ვით, 2020 წლის 25 იან­ვარს მეტალის თეთ­რი ვირთხის წე­ლიწა­დის შე­მობ­რძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ვირ­თხა აღ­მო­სავ­ლურ ჰო­როს­კოპ­ში პირველი ნი­შა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ჰპირ­დე­ბა იგი 12 ზოადიაქოს ნიშანს და როგორი წელი იქნება 2020 სხვადასხვა ასპექტში.

TV4-ს ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა. როგორც ასტროლოგი ირწმუნება 2020 წელს ვარსკვლავების მთავარი ფავორიტი მიწის სტიქიის ნიშნები იქნებიან. გამარჯვების სიმბოლო იუპიტერი მომავალ წელს თხის რქის ზოდიაქოში გადადის, შესაბამისად წლის მთავარი რჩეული თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იქნებიან. კოსმოსი დადებით ენერგიას არც ქალწულისა და კუროსთვის დაიშურებს. შესაბამისად ,2020 წელი ყველაზე მეტად ამ სამი ზოდიაქოს ნიშანს სწყალობს.

კოსმოსიდან მნიშვნელოვანი გზავნილებია თევზებისთვისაც, რომლებიც ახალ წელიწადს პოზიტიური შესაძლებლობების მოზღვავებას იგრძნობენ. თეთრი ვირთხა პოზიტიურ ენერგიას არც მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის დაიშურებს.

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი , ვერძებსა და კირჩხიბებს აფრთხილებს,რომ 2020 წელს ყველაზე მეტად ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უჭირთ. ასტროლოგები გირჩევენ მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს და ყურადღება თქვენს ჯანმრთელობაზე გაამახვილოთ.  ლითონის ვირთხის წელიწადში,იგივე პროგნოზია სასწორის ზოდიაქოსთვისაც. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მიხეილ ცაგარელი ირწმუნება,რომ წელიწადი საშუალოა.

მთავარმა ასტროლოგმა tv4-თან  აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების შესახებაც ისაუბრა.  წელიწადის მთავარი ფავორიტი აღმოსავლურ ნიშნებში ვირთხა იქნება. 2020 წლის  მასპინძელთან ერთად, ფავორიტია მაიმუნი, ვეფხვი და ძაღლი.

ვარსკვლავები პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ კატა-კურდღლის და მამლის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს. დანარჩენი აღმოსავლური ნიშნებისთვის კოსმოსი საშუალოდ იმოქმედებს.

ზოგადი  პროგნოზით  2020 ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იქნება. ვარსკვლავები პოლიტიკურად ცხელ მოვლენებს და  სერიოზულ საკადრო ცვლილებებს აანონსებენ. მიხეილ ცაგარელის პროგნოზით ,სიტუაცია დალაგებას 2021 წლიდან დაიწყებს. კოსმოსი ამბობს,რომ ქვეყანაში ახალი ლიდერები  გამოჩნდებიან.

2020 წელს ვარსკვლავები არც ვალუტის კურსს სწყალობენ. ასტროლოგების პროგნოზით პრობლემები იქნება მედიცინის სფეროში.

ვარსკვლავების პროგნოზის დაბალანსება სამი პარამეტრის გათვალისწინებით შეგიძლიათ,რაშიც მთავარი ასტროლოგის რეკომენდაცია დაგეხმარებათ- ვრცლად  იხილეთ ვიდეოში.