2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ცნობილია-მომავალ წელს ლეონიძის სკვერი რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტისთვის 2 მლნ ლარი გამოიყოფა. სკვერში სარეკრეაციო და სპორტული სივრცეები მოეწყობა.
როგორც რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ tv4-ს განუცხადა, 2020 წელს რუსთავში 40 ახალი ავტობუსი შემოვა, რისთვისაც შესაბამისი ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება.
მსხვილ ინფრასტრუქტულ პროექტებზე საუბრისას, რომელიც 2020 წელს განხორციელდება, მერის მოადგილემ, ბაღების ცენტრალური გათბობის მოწყობა დაასახელა.
ასევე, მე-7 მიკრო რაიონში არსებული 34-ე ბაღის რემონტი იგეგმება. ტოგონიძემ აღნიშნა ,რომ კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გაგრძელდება, ასევე შესაძლოა ,წერეთლის და წმინდა ნინოს ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდეს.









