21 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, შახტოსტროი, ტაზა-მახალა და მიმდებარე სოფლებში,

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.