გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, გორგასლის, ვახტანგ მეფის, მუსხელიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 13:00-დან 17:00 საათამდე მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში ფოში, ოფრეთი, დაშტაფა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.