ხვალ ,25 დეკემბერს რუსთავის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი საზეიმოდ აინთება. პატარებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.ბავშვების განწყობაზე მრავალფეროვანი ილუმინაციები, ანიმატორების შოუ და სანტა იზრუნებს.
სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება. ღონისძიებების პროგრამა 17:30-ზე დაიწყება.