25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 დეკემბერს 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში გონაშვილის, თბილისის, იაღლუჯის, გორის, გოგი დოლიძის, ჩოხელის და მიმდებარე ქუჩებზე, 14:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფელბში მარტყოფი, თელეთი, წინუბანი, დიდი ლილო, ნორიო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.