გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მე-20, მე-19 მიკრო-რაიონებში, ტაშკენტის, სპორტის ქუჩებზე.
13:00-დან 14:30 საათამდე – გარდაბანში აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, სადგურის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს, ბოტანიკას, თბილწყაროს. 08:00-დან 18:30 საათამდე – (მონაცვლეობით) სოფლებს მარტყოფი, ახალსოფელი, საცხენისი, სააკაძე, მუხროვანი, თელეთი, სააკაძე, სართიჭალა, ვაზიანი, დიდი ლილო, მზიანეთი, ნორიო, წინუბანი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 16:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ქვემო სარალი, ტაკალო, იმირი და მიმდებარე სოფლებს.
12:30-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებს წალასყური, თელეთი, კუმისი.
11:30-დან 17:30 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი თონეთი, წყლულეთი, წვერი, ახალი ზირბითი, ღვევი, ვანათი, შამთა და მიმდებარე სოფლებს.
კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.