27 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, ქურთლიარი, პირველი ქესალო, მეორე ქესალო, კირაჩ-მუღანლო, კაპანახჩი.
15:00-დან 19:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდლარში.

კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.