გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 დეკემბერს 15:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მარის არხის III დასახლებაში და მშენებელთა ქუჩაზე.
12:00-დან 14:00 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი თონეთი, წყლულეთი, წვერი, ახალი ზირბითი, ღვევი, ვანათი, შამთა და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 17:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში, ხოჯორნი.
კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.