საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანად არჩევასთან დაკავშირებით, რუსთავში ევროკავშირის დროშები აღმართეს.
ამასთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მოეწყო. საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნის ფონზე, დროშები სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ქართული ანბანის ავტორმა , ნიკა ღუნაშვილმა და ევროპის ახალგაზრდა ელჩმა ,ნატალია ჭამიაშვილმა აღმართეს.
საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვა წამოთქვა.
ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ნომრები წარმოადგინეს.
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.