ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა

დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.
1977 წლის 25 დეკემბერს სწორედ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიად კურთხევა.