43 ათასამდე მასწავლებელს დანამატი 150 ლარით ეზრდება

43 ათასამდე მასწავლებელს დანამატი    150 ლარით ეზრდება.  გაზრდილ ხელფასს 2020 წლიდან უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები მიიღებენ. 

 მომავალი წლის ბიუჯეტში პედაგოგების ხელფასების ზრდისთვის  ჯამში 140 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები 150 ლარით გაზრდილ ხელფასს, ოქტომბრიდან იღებენ.

შესაბამისად, საერთო ჯამში, მათი ანაზღაურება 300 ლარით იზრდება.