4.5G ინტერნეტი რუსთაველებისთვის ჩიკაგოსა და გამსახურდიას სკვერებში

დღეიდან ახლადრეაბილიტირებულ ე.წ. ჩიკაგოს სკვერსა და გამსახურდიას სკვერში რუსთაველებს უსწრაფესი, 4.5G ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ . სკვერებში შესაძლებელი იქნება, ასევე მობილური ტელეფონის დამუხტვა.

უფასო ინტერნეტით სარგებლობა სკვერებში 20 მეტრის რადიუსშია შესაძლებელი. მზის სისტემაზე მომუშავე მულტიფუნქციური სკამი რუსთავის მერიის ინიციატივით მოეწყო. ორივე სკვერში  სკამები  ჯამში 16 ათასი ლარი დაჯდა.