გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,6 დეკემბერს 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისში წმ. ნინოს, 9 აპრილის, რუსთაველის, აღორძინების და მიმდებარე ქუჩებზე,
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში იალღუჯის, რუსთაველის, გამსახურდიას, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.