ISET-ის (თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) მიერ მომზადებული 2019 წლის საახალწლო სუფრის ინდექსით, საახალწლო სუფრის ღირებულება 161 ლარია, რაც წინა წლის ღირებულებასთან შედარებით, 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ყველაზე იაფი საახალწლო სუფრა გურიაში ჯდება – 156.9 ლარი, ასევე შიდა ქართლში 169.7 ლარი. ყველაზე მაღალი ზრდა შიდა ქართლშია – წლიურად 19.4%.
ყველაზე დიდი წვლილი ზრდაში ყველის, კარტოფილის, სტაფილოს, კიტრის, რძისა და ხორცის გაზრდილმა ფასმა შეიტანა. ყველის ფასი წლიურად 20%-ით არის გაზრდილი, კარტოფილის 22%-ით, კიტრის 15%-ით, სტაფილოსი 15%-ით, ღორის ხორცის 18%-ით, კალმახის კი 6%-ით.
დეკემბერში ნიგოზის საშუალო ფასი 20 ლარიდან 23 ლარამდე მერყეობდა- საახალწლო სუფრის ყველაზე ძვირ ინგრედიენტად ნიგოზი დასახელდა.