ახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლული იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში  მამაკაცი მოკლული იპოვეს. 84 წლის გარდაცვლილი მამაკაცის  ცხედარი მისსავე სახლში იპოვეს. 

ადგილობრივების ცნობით,მამაკაცს შირაქის ველზე საქონელი ყავდა და რადენიმე დღის წინ გაყიდა. ამ ფაქტის შემდეგ,  ის აღარ გამოჩენილა, რის გამოც, მეზობლებმა პოლიციას მიმართეს.

პოლიციამ მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული აღმოაჩინა.გავრცელებული ინფორმაციით,ის დააყაჩაღეს და მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.