დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის „აგროცენტრის“ თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში წელს ბოლნისში ,,აგროცენტრი” აშენდა, რომელიც ფუნქციონირებას იანვარში დაიწყებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა „აგროცენტრის“ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მერმა მათ ცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკა და მიზნები გააცნო. შეხვედრას ასევე აგროცენტრის ბიზნეს მოდელზე მომუშავე ექსპერტი ირაკლი მაღრაძეც დაესწრო.
„აგროცენტრის“ მიზანია ბოლნისში სოფლის მეურნეობის დარგისა და ფერმერების შელშეწყობა, რათა მათ საკუთარი პროდუქცია რეალიზაცია ქართულ ბაზარზე წარმატებით შეძლონ.