საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ორი ოპერაციის შემდეგ კვლავ მძიმეა.
ექიმის ინფორმაციით, დღეს ოპერაცია დაგეგმილი არ არის. მისივე ცნობით, პაციენტს ჩაუტარდა ირი ქირურგიული ჩარევა,შესაბამისად ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
“პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. პაციენტი მედიკამენტოზური ძილის ქვეშ არის. მრავლობითი ჭრილობები აქვს, მათ შორის თავის არეში. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას თავდაპირველად ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაცის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.









