კოსტავას გამზირზე არსებული “ბიჭუნას” ქანდაკება კიდევ ერთხელ დააზიანეს. ამჯერად სკულპტურას უცნობმა პირებმა კოჭები დაუზიანეს.
აღსანიშნავია,რომ ეს “ბიჭუნას” ქანდაკების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ვანდალიზმის ფაქტი მის მიმართ მეექვსედ გამოვლინდა.