რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში წელს სპექტაკლი სახელწოდებით -“თბილი სახლი” იქნება წარმოდგენილი.
სამი დღის განმავლობაში 2, 3, და 4 იანვარს რუსთავის მერიის ინიციატივით, 2000-მდე ბენეფიციარს თეატრის უფასო ბილეთები და ამასთანავე საახალწლო საჩუქრები გადაეცემა.
სპექტაკლზე დასასწრებად უფასო მოსაწვევები დარიგდება: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, ომის ვეტერანთა ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
როგორც სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში აცხადებენ, საბავშვო სპექტაკლი “თბილი სახლი” სპეციალურად საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დაიდგა.