თბილისში ქალი დაჭრეს -დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში ქალი დაჭრეს,შემთხვევა დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმაების ბრიგადამ ის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი დაადასტურეს. დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.