თბილისში კახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 ადამიანი.
კახეთის გზატკეცილზე მოძრავი, მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.