ლაბორატორიულად გამოვლენილია B ტიპის გრიპის ვირუსი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასევე ცირკულირებს გაციების 5 ვირუსი.
“ჯერჯერობით ავადობა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ ამავე პერიოდში. რა თქმა უნდა, გაციების ვირუსები არის, ასეთი 5 ვირუსია. გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსიც, მაგრამ ჯერჯერობით ავადობა არის ძალიან დაბალ დონეზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება გრიპის წინააღმდეგ აცრას, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გრიპის ვაქცინაცია გრძელდება და უკვე 75 ათასი ადამიანი აიცრა.









