“ორჯერ მეტი გადასახადი ბუნებრივ აირზე”-რას წერენ რუსთაველები სოციალურ ქსელში

რუსთავში მოქალაქეები ბუნებრივი აირის  გადასახადის უჩვეულო მატებას უჩივიან. როგორც მოქალაქეები  სოციალურ ჯგუფ “rustavi რუსთავში” წერენ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მათ ანგარიშზე ბუნებრივი აირის  ორჯერ მეტი გადასახადი ფიქსირდება.

როგორც რუსთაველები წერენ, მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე,მათ შორის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში,არ დაფიქსირებულა.

მოქალაქეები,ასევე ამბობენ,რომ პრობლემა ქვითრებთან დაკავშირებით არსებობს.

საკითხზე tv4  კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზს” დაუკავშირდა. კომპანიაში  მოსახლეობის უკმაყოფილების და გაურკვევლობის  საპასუხოდ, მხოლოდ იმას აცხადებენ პრობლემა არ არსებობს და ვარაუდობენ,რომ გაზრდილი გადასახადი,მხოლოდ ბუნებრივი აირის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება.

დეტალებისთვის, კომპანიის ცხელი ხაზის ნომერია 16 114.