აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით , 2020 წლის თეთრი ვირთხის წელიწადის შემობრძანებას ველოდებით. ვირთხა აღმოსავლურ ჰოროსკოპში პირველი ნიშანია. როგორ უნდა შევხვდეთ ახალი წლის მთავარ მასპინძელს და რა რეკომენდაციები აქვს ქვეყნის მთავარ ასტროლოგს.
მიხეილ ცაგარელი ამბობს,რომ 2020 წლის მასპინძელის თეთრი ვირთხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ. ლითონის მასპინძლის გულის მოგება სხვადასხვა რიტუალებთან არის დაკავშირებული,რომლის შესრულებაც თქვენს ოჯახში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, წარმატების და ბარაქის გარანტი იქნება. თუმცა ვიდრე ახალ მასპინძელს შევეგებებით, არც ძველი წლის ნიშანს უნდა ვაწყენინოთ. შესაბამისად ქვეყნის მთავარი ასტროლოგის რეკომენდაციით, სასურველია 25 იანვრამდე სახლში გვქონდეს,როგორც ტახის ასევე ვირთხის ფიგურა. საახალწლო სუფრაზე ძველ და ახალ მასპინძლებს დავუდოთ თხილი, ასევე შვეიცარული ყველი და რკო.
მას შემდეგ,რაც ძველი მასპინძელი სტატუსს ახალს გადააბარებს, თეთრი ვირთხის გულის მოგებას ვერცხლისფერი და თეთრი ფერების კომბინაციებით,როგორც აქსესუარებში და მთავარ საახალწლო დეკორაციებში,ასევე თქვენს ტანისამოსში შეძლებთ. მათ, ვისაც ეს ფერები არ გიზიდავთ, ასტროლოგები სხვა ტონებსაც აძლევენ რეკომენდაციას. 2020 წლისთვის შესაძლებელია, წითელი, მწვანე და ლურჯი ტონების დომინიერებაც.
ქვეყნის მთავარი ასტროლოგი , განსაკუთრებულ ყურადღებას რიტუალებზე ამახვილებს. 2 ოცთეთრიანის რიტუალი ბარაქის მოზიდვის სიმბოლოა,საახალწლოდ რეკომენდირებულია ყულაბის შეძენაც და ოთხი სანთლის მომარაგება,რომელიც ახალი წლის ღამეს, საახალწლო სუფრაზე უნდა დადგათ. ყულაბას ვარსკვლავები ოჯახის ფინანსური სიძლიერისთვის ,ხოლო სანთლებს სურვილების ახდენისთვის სწყალობენ.
თუ ასტროლოგიური პროგნოზის ასრულებამდე მოთმინება არ გეყოფათ, 2020 წელს ბარაქის გადამოწმება, ერთი საინტერესო რიტუალითაც შეგიძლიათ – ამისთვის კი ერთადერთი ნივთი ლარნაკი და ზოგიერთი ბურღულეული დაგჭირდებათ.
ორი ოციანის ანუ ორიათას ოცი წლის მასპინძელი საახალწლო სუფრაზე ადამიანების რაოდენობასაც დააკვირდება. ეს უკანასკნელი ოჯახის კეთილისმსურველმა და ერთგულმა მეკვლემაც უნდა გაითვალისწინოს-მთავარ ასტროლოგს რეკომენდაციების აქვს მეკვლესთან დაკავშირებითაც. ის აუცილებლად ოჯახისთვის საიმედო და კეთილისმსურველი ადამიანი უნდა იყოს.
ვარსკვლავები იუწყებიან,რომ ლითონის თეთრი ვირთხის წელიწადი ისეთი იქნება,როგორი მასპინძლობითაც ახალი წლის შემობრძანებას დავხვდებით. ამრიგად , ვიდრე რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, კოსმოსის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად არაერთი ნივთის მომარაგება დაგჭირდებათ.
ქვეყნის მთავარი ასტროლოგის,მიხეილ ცაგარელის რეკომენდაციები ნახეთ tv4-ის ინტერვიუში.









