მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანებამ თავმჯდომარედ შალვა ფოფხაძე აირჩია

რუსთავის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანებამ თავმჯდომარედ, მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლე, შალვა ფოფხაძე აირჩია.

არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი იღებდა.  შეხვედრაზე მონაწილეებმა, პრეზენტაციები წარადგინეს და გაერთიანების წევრებს სამომავლო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

კანდიდატების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საარჩევნო კენჭისყრა ჩატარდა.     საკუთარი არჩევანი რუსთავის სხვადსხვა სკოლის მოსწავლეებმა დააფიქსირეს და სასურველი კანდიდატი აირჩიეს.

აღნიშნული გაერთიანება თოთხმეტ  წლიან არსებობას ითვლის. მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანება  მომავალში არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.