რუსთავის მშრომელთა სოლიდარობის კავშირი მოძრაობა “ლელოს” განცხადებას ეხმაურება

რუსთავის მშრომელთა სოლიდარობის კავშირი კოსტავას გამზირზე მუშების დაშავების ინციდენტთან დაკავშირებით, მოძრაობა ლელოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მოძრაობის წარმომადგენლების მიერ, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაკისრება არასწორია და განცხადება პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.

საინიციატივო ჯგუფი პრობლემის პრევენციის გზებს, მოსახლეობის და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობაში ხედავს. მათივე თქმით, 17 დეკემბრიდან საინიციატივო ჯგუფი, დამოუკიდებელი პროფკავშირად ჩამოყალიბდება და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

შეგახსენებთ, კოსტავას გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით “მოძრაობა ლელოს” წარმომადგენლებმა , პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დააკისრეს და განაცხადეს, რომ შემთხვევა სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო მოხდა. მათ მთავრობას უსაფრთხოების ზომების დაცვის მიმართულებით მუშაობისკენ მოუწოდეს.