რუსთავის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია (+ფოტო)

რუსთავის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა . როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით გავრცელებული არ არის. ამ წუთებში ცეცხლის ლოკალიზებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი  სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

ცეცხლი  დაახლოებით, 200 კვმ -ზეა გავრცელებული.

 

შეგახსენებთ,რუსთავის სასაფლაოზე ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა.