რუსთავის მოტო კლუბის ორგანიზებით, მოტორბოლა მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობა დამწყებმა 9-10 წლის სპორტსმენებმა მიიღეს. შეჯიბრს სულ 3 მონაწილე ჰყავდა.
მონაწილეებმა რამდენიმე ე.წ დაბრკოლება გადალახეს და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. გამარჯვებული რუსთაველი სპორტსმენი გახდა.
შეჯიბრი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იაღლუჯის მთის ფერდობზე მოეწყო.