სამუშაოების შესრულებისას დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკა- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში 84 პირი დაიღუპა.
უწყების ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას 270 ადამიანი დაშავდა. 2018 წელს ამავე მიზეზით გარდაიცვალა 59 პირი და 199 დაშავდა.
მიმდინარე წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ს შეადგენს, ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 25 პირი .
შეგახსენებთ, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი ძალაში სექტემბრიდან შევიდა. სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, სექტემბრიდან კი მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.