ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.
დაკავების შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით,დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი,15 წლის მოზარდი იყო,რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა. მოზარდი მალევე გამოუშვეს. დანარჩენი სამი დაკავებული კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.
ლამისყანაში მცხოვრებ გიორგი ზარიძეს, სოფელ ბოჟამში მცხოვრებ მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებს დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. ისინი ცხინვალის ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
როგორც სუს-ში აცხადებენ, კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრის უკანონო დაკავებისთანავე გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).