საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სოფელ ოძისთან აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.
როგორც წინასწარ დაანონსდა, აქცია მდუმარე იქნება. ოჯახი მხოლოდ მცირე მიმართვის გაკეთებას გეგმავს.
აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ.
აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.