სოფელ სართიჭალაში, გურამ გედეხაურის სახელობის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჯონი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონიდან 90-მდე სპორტსმენი იღებდა.
შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
ტურნირი ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გახსნა.