საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი.
ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობანი, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.









