საქართველოში 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განცხადებულ ინფორმაციაშია ნათქვამია,რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯამში შტატიანი და შტატგარეშე 107 ფსიქოლოგია დასაქმებული, მათგან 34 შტატშია, 73 კი შტატგარეშედ მუშაობს.

ფსიქოლოგები ჰყავს დედაქალაქ თბილისის, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, მცხეთა-მთიანეთს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ნაწილს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის შტატის არსებობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნიდან გამომდინარე, დაწესებულებაში მოსწავლის საჭიროების მიხედვით.