გუბერნატორების უმრავლესობას პრემია-დანამატების მოცულობის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებული არ აქვს. როგორც აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული , სახელმწიფო უწყებების მიერ 9 თვეში გაცემული პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 167,8 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა აქ გუბერნატორების უმრავლესობის მონაცემები გათვალისწინებული არ არის.
კერძოდ, პრემია დანამატების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებული არ აქვს:
სახელმწიფოს რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მინუციპალიტეტებს;
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს;
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას დუშეთის, თიანეთს, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს;
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს;
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს;
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს.
პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებული აქვთ:
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ფოთის მუნიციპალიტეტში ჯამში 17,9 ათასი ლარი გაიცა, საიდანაც, 2,4 ათასი ლარი დანამატებზე, ხოლო, 15,5 ათასი ლარი პრემიაზე მოდის.
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სულ 15,3 ათასი ლარი გაიცა, აქედან 14, 4 ათასი ლარი პრემიებზე, დანამატებზე კი, 950 ლარი მოდის.
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ჯამში, 35,5 ათას ლარზე მეტი გაიცა. საიდანაც 8, 2 ათას ლარზე მეტი პრემიაზე, ხოლო 27,3 ათასი ლარი დანამატებზე მოდის.









