სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაიზარდა

2020 წლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დასაფინანსებლად პროგრამაში ცვლილება შევიდა. დასაფინანსებელი თანხის ოდენობა 800–დან 1200 ლარამდე გაიზრდა.

TV4–თან საუბარში რუსთავის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ აღნიშნა, რომ სამგზავრო თანხის დაფინანსება იანვრიდან 10 ლარით გაიზრდება და სტუდენტები ყოველთვიურად 50 ლარის ნაცვლად 60 ლარს მიიღებენ.