შუახნის მამაკაცის ცხედარი თხრილში იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.სოფელ ნატანების გზაზე, შუახნის მამაკაცის ცხედარი გარდაცვლილის ძმამ,თხრილში იპოვა.

გარდაცვალების  მიზეზი  დადგენილი არ არის.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.