ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველ თანასოფლელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ კი მუცლის არეში ხელი დაარტყა,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) და 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.