ახალი სანქციები ირანს აშშ-სგან

CNN -ის ინფორმაციით, აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

გამოცემის ცნობით, სანქციები ირანის სამშენებლო, ქსოვილისა და მადნების მომპოვებელ კომპანიებს დაუწესდათ. ამასთანავე სანქციები დაუწესდა 8 ირანელ მაღალჩინოსანს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, სანქციები იქამდე გაგრძელდება,სანამ ირანი პოლიტიკას არ შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ახალი სანქციების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.