გარდაბანში “სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
„სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გელა გოგრიჭიანმა გამარჯვება პირველის, გამარჯვებისა და ფოლადაანთკარის მოსახლეობსათან შეხვედრები გამართეს.
მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ გამარჯვება პირველსა და გამარჯვებაში მოეწყობა სკვერები, ხოლო ფოლადაანთკარში გარე განათება.
29 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ვახტანგისის, ქესალოსა და ნაზარლოს მოსახლეობასთან გამართავენ შეხვედრებს.