რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ შექმნილი ინტერუწყებრივი ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 იანვარს ჩაინიშნა.
ინტერუწყებრივი ჯგუფის შექმნის ინიციატორი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძეა.
მისი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზები განიხილება. აქტიურად გაგრძელდება მსჯელობა და მუშაობა ჰაერის დამაბიძნურებელი საწარმოებისთვის სანქციების გამკაცრების საკითხზე. ასევე, ერთ -ერთი მთავარი საკითხი რუსთავში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება იქნება.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ყველა ის უწყება შევა, რომელიც რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება. სამუშაო ჯგუფს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს. პროცესში ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებაც.









