ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სამხედროებს ახალი წელი პირადად მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ეწვია და ქართველ სამხედროებს ახალი წელი პირადად მიულოცა . მინისტრმა ჯარისკაცებთან მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების პირობა კიდევ ერთხელ დადო.

ვაზიანში ჩასვლამდე, მინისტრი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მყოფ სამხედროებს მოულოდნელად ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.